უტდ მოდრიჩისთვის 50 მილიონს ამზადებს
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი, დევიდ მოიესი მოხიბლულია ლუკა მოდრიჩის თამაშით და მისი შეძენა აქვს განზრახული...
ჩეს ფაბრეგასის ბედი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, ესპანელის შეძენა ძალიან სურს მანჩესტერულ გიგანტს, მაგრამ ბარსელონას ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეგირდი შეინარჩუნოს, მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, მოიესი კი ჩქარობს, რადგან თვლის, რომ ახალწვეულმა წინასასეზონო მომზადება სწორედ ინგლისურ კლუბთან ერთად უნდა გაიაროს.
Daili Star-ის ცნობით მანჩესტერელები ლუკა მოდრიჩისთვის 50 მილიონ ევროს ამზადებენ, ისინი თვლიან, რომ ლუკას ძველი დროის გახსენება და პრემიერ ლიგასთან ადაპტირება არ გაუჭირდება და ნახევარდაცვის რგოლი მნიშვნელოვნად დაიხვეწება.
კარლო ანჩელოტის არაერთხელ განუცხადებია, რომ ლუკა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა საკუთარ პოზიციაზე და იგი გუნდს არაფრის დიდებით არ დატოვებს, თუმცა როგორც ჩანს „წითლები“ დანებებას არ აპირებენ და ფლორენტინო პერესთან კონტაქტს გეგმავენ.
- 26 ივლისი 2013
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.