ბენიტესი: ""ნაპოლის" სჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იგუაინია"
იტალური "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, გონსალო იგუაინის ტრანსფერზე ისაუბრა.
"ჩვენ ვეძებდით ძლიერ მოთამაშეს, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. გონსალო ჩვენთან "რეალიდან" გადმოვიდა და ეს ბევრ რამეს ამბობს".
"იგუაინმა გაიტანა ბევრი ძალიან ლამაზი გოლი, ის არის სრულყოფილი მოთამაშე "ნაპოლისთვის". ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც გონსალოა", - განაცხადა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლიმ" იგუაინის ტრანსფერში 37 მილიონი ევრო გადაიხადა.
წყარო: Sports.ru
- 25 ივლისი 2013
- 1 175
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.