მშვიდობით პიპიტა !
როგორც ჩანს, იგუაინის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება...
მესამე მცდელობა, ფაქტობრივად წარმატებულად ითვლება, როგორც კლუბისთვის, ასევე იგუაინისთვის - ეს ასეა. მომდევნო რამდენიმე საათში პიპიტა ოფიციალურად გახდება "ნაპოლის" ფეხბურთელი, მას შემდეგ, რაც ძალიან ახლოს იყო "იუვენტუსთან" და "არსენალთან".
სიტუაცია ტრასნფერთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად განვითარდა, კლუბებს სურთ იგუაინის ტრანსფერი ოფიციალურად შაბათს დაადასტურონ, ხოლო უკვე ორშაბათს კი ფეხბურთელი გულშემატკივრების წინაშე წარდგება როგორც "ნაპოლის" ფეხბურთელი.
ექვს ნახევარი სეზონის შემდეგ მადრიდის "რეალთან", პიპიტამ ხელი მოაწერა "ნაპოლისთან" 4 წლიან კონტრაქტს. კლუბი ტრანსფერის მეშვეობით 37 მილიონი ევროთ გამდიდრდა, პლიუს 3 მილიონი დამატებითი ხარჯების სახით. Marca-ს ინფორმაციით, შეიძლება შესრულდეს დამატებითი ამოცანები, რის შედეგადაც გარიგების საერთო რაოდენობა 40 მილიონი ევრო იქნება.
2006 წლის დეკემბერში, არგენტინელი კლუბში 12 მილიონ ევროდ მოვიდა. მან "რეალში" ექვს ნახევარი წელიწადი გაატარა. რთულია იმის თქმა, რომ მისი ტრანსფერი იყო ზარალი, რადგან მან 107 გოლის გატანა მოახერხა ოფიციალურ მატჩებში.
ორივე კლუბმა უკვე შეათანხმა ტრანსფერის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და საბოლოოდ მხოლოდ მოსაგვარებელი დარჩა რამდენიმე მცირე დეტალი, ფეხბურთელის გასხვისებასთან დაკავშირებით. ქარიზმატული პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც კავანი "პსჟ"-ში 63 მილიონ ევროდ დათმო, აშენებს ძლიერ გუნდს.
ფეხბურთელის აგენტმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ხელფასთან დაკავშირებით და არგენტინელის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ეს მაჩვენებელი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
"ნაპოლიმდე", პიპიტას მომსახურებით დაინტერესებული იყო ისეთი გუნდი, როგორიცაა "არსენალი", მაგრამ ისინი მოთამაშის ტრასნფერში 27 მილიონ ევროზე მეტის გადახდას ვერ ბედავდნენ. მას შემდეგ, ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო "იუვენტუსთან", მაგრამ იტალიური კლუბი ასევე არ აპირებდა იგუსთვის 25 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა. მესამე მცდელობა კი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც იგუაინისთვის, ასევე "რეალისთვოს".
წყარო: Merengues.ru
- 25 ივლისი 2013
- 2 046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.