Marca: ბეილი "რეალთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

Marca: ბეილი "რეალთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი, გარეთ ბეილი, მადრიდის "რეალთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ხელფასი კი 10 მილიონი ევრო იქნება წელიწადში, იტყობინება Marca.

არსებული ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ხოლო "რეალი" უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს იხდის (116 მილიონი ევრო). მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რომ მადრიდელებმა "ტოტენჰემს" ფაბიო კოენტრაო და კიდევ 80-85 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ "ტოტენჰემმა" ამ ვარიანტზე უარი განაცხადა.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ "რეალი" ბეილისთვის სპეციალურად ინახავს 11 ნომრიან მაისურს.

ახლა, 24 წლის ფეხბურთელის ხელფასი ლონდონურ კლუბში 24 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა "ტოტენჰემის" პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად და მზად არის ფეხბურთელს ხელმასი 9 მილიონამდე გაუზარდოს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ბეილმა 21 გოლი გაიტანა, ინგლისური "პრემიერ-ლიგის" 33 მატჩში.

წყარო: Sports.ru

  • Ricky.
  • 23 ივლისი 2013
  • 2 624
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)