"მალაგა" ჩერიშევით ინტერესდება
მადრიდულ კლუბს შეუძლია გაყიდოს ან არენდით გაუშვას ფეხბურთელი.
არსებული ინფორმაციით, "მალაგამ" მადრიდის "რეალს" ნახევარმცველის, დენის ჩერიშევის ტრანსფერის თაობაზე მიმართა, რომელიც საეჭვოა, რომ მადრიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს.
"მალაგამ" "რეალს" შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელი, როგორც ჩანს, არ აპირებს მადრიდის დატოვებას.
ჩერიშევის მამამ დაადასტურა "მალაგას" ინტერესი, მაგრამ განაცხადა, რომ დენისს არ სურს გუნდიდან წასვლა და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლოს მომავალ სეზონში. დენის ჩერიშევი, რომელიც გასულ სეზონში "კანტერაში" ასპარეზობდა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.
წყარო: Football.ua
- 23 ივლისი 2013
- 1 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.