"გარეთს ბავშვობიდან "მადრიდის რეალში" თამაში სურდა"
ფლორენტინო და ბეილის აგენტი 10 მლნ.-იან გასამრჯელოზე შეთანხმდნენ.
დანიელ ლევი დაუნდობელი მომლაპარაკებელია, რომელიც წარმატებებს აღწევს ყველაფერში, რასაც კი ხელს კიდებს. როცა წინა კვირას მას გარეთ ბეილმა უთხრა, რომ მას სურდა "მადრიდის რეალში" გადასვლა და რომ მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, ის მოულოდნელად უზარმაზარი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ლევიმ მის ირგვლივ მყოფებს განუცხადა, რომ უელსელს მხოლოდ სარეკორდო თანხის სანაცვლოდ დათმობდა. დღემდე ეს თანხა 94 მლნ. ევრო იყო, რომელიც 2009 წელს ფლორენტინომ კრიშტიანო რონალდუს სანაცვლოდ გაიღო.
"მადრიდის რეალმა" ამ ტრანსფერის განსახორციელებლად უზარმაზარი შრომა გასწია. პირველი იყო ის, რომ კლუბმა სხვადასხვა გზებით შეიტყო თავად ფეხბურთელის აგენტისგან, თუ რა სურდა ფეხბურთელს ყველაზე მეტად. გადამწყვეტი შეხვედრა შედგა მადრიდში 25 ივნისს, როცა ბარნეტი შეხვდა ფლორენტინოსა და ხოსე ანხელ სანჩესს. ეს იყო შეხვედრა, სადაც მათ სამოქმედო გეგმა დასახეს. მაშინ ყველანი შეთანხმდნენ, რომ ეს ტრანსფერი იქნებოდა "ხანგრძლივი და დამღლელი"
ამ შეხვედრის დროს მათ კონტრაქტის პირობებიც შეათანხმეს, რომელიც მოიცავდა ექვსწლიან კონტრაქტს 6-დან 7 მლნ. ფუნტამდე გასამრჯელოთი და ამავდროულად 11 ნომრიან მაისურს.
ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ბეილი გააფრთხილებდა "ტოტენჰემს"თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც მან უკვე გააკეთა. "ეჭვი არ მეპარება, რომ გარეთს ბავშვობიდან სურდა "მადრიდის რეალში" თამაში"-განაცხადა ბარნეტმა.
- 23 ივლისი 2013
- 2 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.