ოპერაცია ბეილი: უკანასკნელი შეტევა!

26 მაისი - დღე როდესაც ბეილი სამეფო კლუბის ნომერ პირველი სამიზნე გახდა.

მიზეზი: ბარსელონამ ამ დღეს ნეიმარი შეიძინა, ფეხბურთელი, რომელიც ფლორენტინო პერესის აუხდენელ ოცნებად დარჩა.

ამ ამბავმა საფუძველი ჩუყარა ოპერაციას, სახელად ბეილი. მადრიდის რეალის გენერალურმა დირექტორმა ხოსე ანხელ სანჩესმა პრეზიდენტს ტრანსფერის სავარაუდო თანხა დაუსახელა... არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევრო. პერესი საგონებელში ჩავარდა და პირველად თავისი საპრეზიდენტო კარიერის მანძილზე ეჭვი შეეპარა თავის სამიზნეში. რჩევა კი ზინედინ ზიდანს ჰკითხა, რომელმაც მწვანე აუნთო ბეილის ტრანსფერს და დაიწყო ფეხბურთელის შეძენაზე მუშაობა სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე.

ჯერ კიდევ თებერვალში გაუშვეს ზიდანი ბეილის სანახავად, როდესაც ტოტენჰემი ლიონს ეთამაშებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზიდანისგან შემდეგი გზავნილი გაისმა: ”ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს. ის ნომერ პირველი სამიზნე უნდა იყოს. მისი დადებითი თვისება მხოლოდ სისწრაფე და სიძლიერე კი არ არის, მას ტვინიც კარგად უჭრის და ძალიან ჭკვიანია.”

მოლაპარაკების პირველი ეტაპი პერესსა და ლევის შორის ბეილის ტრანსფერზე ერთი თვის წინ გაიმართა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პერესმა ფორმალური შეთავაზება გააკეთა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

ახლა კი ირკვევა, რომ მიმდინარე კვირაში სამეფო კლუბი უკანასკნელ შეტევას ამზადებს და ტოტენჰემს ოფიციალურად შესთავაზებს 85 მილიონ ევროს + კოენტრაო. ეს კი ისეთი შემოთავაზებაა, რომელზეც უარის თქმა ნებისმიერი გუნდის წარმომადგენელს გაუჭირდება.

ინფორმაციის წყარო: marca.com

  • SunSay
  • 23 ივლისი 2013
  • 2 551
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)