"რეალი" იგუაინს გაუშვებს, იყიდის სუარესს
მადრიდელები ემზადებიან კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთონ "ლივერპულის" თავდამსხმელისთვის.
ლუის სუარესი არის ის ფორვარდი, რომელიც ფლორენტინიო პერესს სურს რომ მომავალ სეზონში თავის გუნდში ათამაშოს. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის.
მანამდე, "ლივერპული" აცხადებდა, რომ სუარესს 50 მილიონ ფუნტად შეელეოდა, მაგრამ პრაქტიკულად ყველა წყაროს თქმით, სუარესი "ენფილდს" 40 მილიონ ფუნტად დატოვებს.
მადრიდის "რეალი" გონსალო იგუაინის "ნაპოლიში" გაყიდვას 30 მილიონ ფუნტად აპირებს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სუარესის შეძენის ამოცანას ხელმძღვანელობისთვის, რადგან მათ მხოლოდ 10 მილიონი ფუნტი დასჭირდებათ დამატებით.
სუარესის ტრანსფერი პირდაპირ კავშირშია იგუაინის გაყიდვასთან. როგორც კი არგენტინელი დატოვებს მადრიდს და ადგილი განთავისუფლდება, ფლორენტინიო პერესი დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს "ლივერპულთან".
შეგასხენებთ, რომ ამჟამად სუარესით აქტიურად დაინტერესებული არის ლონდონის "არსენალი".
წყარო: Isport.ua
- 23 ივლისი 2013
- 2 331
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.