ისკო თამაშს კარნახობდა
ისკოს სულ რაღაც 45 წუთი დასჭირდა იმის დასანახებლად, თუ რა როლს ითმაშებს ის რებრენდირებულ მადრიდის რეალში. მართალია ბორნმუტი არ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის შესაფასებლად გამოდგეს, მაგრამ ახალგაზრდა ტალანტს იმ მატჩში დირიჟორის ფუნქცია ჰქონდა, რასაც თავი წარმატებით გაართვა.
ისკომ შესანიშნავად დაანახა მადრიდულ ინჩადას თავი. გამთამაშებელი ცდილობდა ყველა ფეხბურთელისათვის მიეწოდებინა ბურთი და წარმატებითაც გამოსდიოდა. თუ ერთ მომენტში ნახავდით ისკოს, რომელიც რონალდოს აწვდიდა ბურთს, ცოტა ხანში დაინახავდით მას დაცვის ცენტრში, სადაც მცველებთნ კომბინაციებს აწყობდა. ან ხედირასთან, რომელსაც ბურთის ამოტანაში ეხმარებოდა. მოკლედ მან ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა.
აგრეთვე კარგად ააწყო მოდრიჩთან და მესუთ ოზილთან, რომელიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. რა თქმა უნდა გერმანელი ისეთი ეფექტური არ არის ფრთაზე, როგორც ცენტრში, მაგრამ მას ჟოზეც ხშირად აყენებდა ამ პოზიციაზე. ესპანელმა ტალანტმა არც ინდივიდუალური გარღვევები და ტრიუკები მოაკლო მაყურებელს. მოკლედ ისკო სრული პაკეთით წარსდგა მაყურებლის წინაშე და პირობა დადო, რომ მომავალში ისინი უფრო მეტს ნახავდნენ.
რეალის ახალწვეულის ნიჭი არ გამორჩენია იურგენ კლოპსაც, რომელმაც კიკერთან ინტერვიუში განაცხადა: ”ისკო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთლია და მისი დორტმუნდში ხილვა მსურდა, მაგრამ მისი შეძენა წარმოუდგენელი იყო.”
- 23 ივლისი 2013
- 2 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.