კარვახალის ინტერვიუ
თამაშის შემდეგ დანი კარვახალმა კომენტარი გააკეთა.
კარვახალმა განაცხადა, რომ პირველი შეხვედრა ისეთი გამოდგა, როგორსაც ელოდნენ: "ეს პირველი თამაში იყო და გუნდი მძმედ გამოიყურებოდა, ვცდილობდით ინიციატივა ხელში ჩაგვეგდო და მეტოქე თავისავე საჯარიმოს მიგვეჯაჭვა". აკადემიის აღზრდილმა გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობას გასუვა ხაზი: "ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ , საშუალო ასაკი ძალიან პატარაა და ეს ჩვენს ამბიციურობაში გამოიხატება. წელს ესპანელი ფეხბურთელები მოვიდნენ კლუბში და დარწმუნებული ვარ, ეს კარგ შედეგს მოიტანს."
მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად ირჯებოდა მარჯვენა ფლანგზე, დანი კარვახალი ჯერ დარწმუნებული არაა, რომ ეს პოზიცია მუდამ მისი იქნება: "ეს პოზიცია მე ჯერ არ დამისაკუთრებია და ამასთან ახლოსაც არ ვარ. არბელოა და მე ორივე ამ ადგილას ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მწვრთნელს არჩებნის გაკეთება გაურთულდეს." მწვრთნელზე საუბრისას დანი კარვახალმა აღნიშნა , რომ: "მწვრთნელი მშვიდადაა და ეს ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს. პირველი კვირა განსაკუთრებული იყო."
ბოლოს "თეთრების" ფეხბურთელმა აღნიშნა, თუ რაოდენ გაუმართლა, რომ გასახდელში კრიშტიანო რონალდუსთან ერთადაა: "მე გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვთამაშობ: ის ყველას გვაოცებს ვარჯიშის დროს." როცა კოენტრაუსა და იგუაინზე კითხეს, კარვახალმა განაცხადა: "ჩემთვის სასიამოვნოა მოედანზე მათთან ერთად გამოსვლა. წასვლა არწასვლის საკითხს თავად ფეხბურთელები გადაწყვეტენ და ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით."
- 22 ივლისი 2013
- 1 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.