ვან დერ ვაარტს არ სურს "აიაქსში" დაბრუნება
მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტს "აიაქსს" უკავშირებდნენ, თავად ფეხბურთელს არ სურს ჰოლანდიაში დაბრუნება.
ვან დერ ვაარტს მადრიდში არ სწყალობენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვეტილი იყო, გადაიფიქრეს და დატოვეს. მისი თანამემამულენი რობენი და სნეიდერი კი შესაბამისად "ბაიერნში" და "ინტერში" გადავიდნენ.
პრესის ცნობით, "აიაქსი" სერიოზულად იყო დაინტერესებული რაფაელის შეძენით ამ ზამთარში, მაგრამ ფეხბურთელს არ სურს ყოფილ კლუბში თამაში.
"ჩემი გადასვლა "აიაქსში" იქნება შეცდომა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ადრეა სამშობლოში დაბრუნება".
"არ ვიცი დავრჩები თუ არა "რეალში". ძალიან ბევრი ვარიანტი მაქვს".
მიუხედავად რაფაელის ასეთი განცხადებისა მარტინ იოლი იმედოვნებს, რომ ვან დერ ვაარტი გადაიფიქრებს გადაწყვეტილებას და დაბრუნდება "აიაქსში".
"ვიმედოვნებ ის დაბრუნდება ჩვენთან. მისი სახით ერთ–ერთი საუკეთესო ფლეიმეიქერი გვეყოლება".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 10 ნოემბერი 2009
- 2 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.