კასილასი ანჩელოტის შეხვდა
იკერი მადრიდში დროულზე ადრე დაბრუნდა შვებულებიდან და გუნდს შეუერთდა.
იკერის ეს ჟესტი იმაზე მიანიშნებს, რომ იგი სრულ მზადყოფნაშია და მოწადინებული გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს. მისი თანადგომა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდებათ, რათა გაცნობითმა პერიოდმა პროდუქტიულად ჩაიაროს.
იკერმა ძალიან თბილად მოინახულა თანაგუნდელები, ახლები კი გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
კასილასი და ანჩელოტი ტერასაზე შეხვდნენ ერთმანეთს. მათი შეხვედრა ძალიან თბილი გამოდგა, ცოტა ხანში კი მათ ზიდანი და ვილიამ ვეკი შეუერთდნენ. მათმა საუბარმა ხუმრობების ფონზე ჩაიარა.
იტალიელმა კასილასს უთხრა, რომ მისი დიდი იმედი აქვს, როგორც კაპიტანს და ადამიანს უდიდეს პატივს სცემს, რაც გუნდის წინსვლაში დიდ ზეგავლენას იქონიებს. იკერმა მას მადლობა გადაუხადა და წარმატებული პირველი სეზონის უსურვა.
- 18 ივლისი 2013
- 2 579
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.