მანჩესტერი ბეილში 60 მლნ. ფუნტს იხდის
მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი გარეთ ბეილს დაადგა. მადრიდის რეალი და ტოტენჰემი ვერაფრით შეთანხმდნენ ფეხბურთელის ფასზე, როგორც ჩანს მამლები ძალიან ბევრს ითხოვენ ბრიტანელში. ამ გარემოებით სარგებლობს იუნაიტედი.
ეშმაკები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, უეინ რუნის გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. მის მიერ დატოვებული ნაპრალის შევსება კი წარმოუდგენლად რთული იქნება. 9 წლის განმავლობაში ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მოიესს გადაწყვეტილი აქვს პრობლემა ბეილის შეძენით გადაწყვიტოს.
მანჩესტერის ხელმძღვანელობა მზად არის 60 მლნ. ფუნტი, ანუ 91 მლნ. დოლარი შესთავაზოს ტოტენჰემს. ეს ის თანხაა, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდებათ მამლებს. ჯერ-ჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა, მაგრამ თუ იუნაიტედი ამ ნაბიჯს გადადგამს მადრიდის რეალს მორიგი სამიზნე გაექცევა.
- 18 ივლისი 2013
- 2 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.