ვარანი მოედანს დაუბრუნდა
კარლო ანჩელოტის ექნება შესაძლებლობა მესამე სავარჯიშო დღეს ვარანსაც დააკვირდეს. მადრიდის რეალის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მცველმა ტრავმა მოიშუშა და მზად არის სრული დატვირთვით შეუდგეს მუშაობას.
ვარანმა ტრავმა ესპანიოლთან 2 თვის წინ მიიღო, მას შემდეგ მას არ უვარჯიშია და ძირითადად აღდგენით სავარჯიშოებს ასრულებდა სპორტულ დარბაზში. გუშინ კი მან პირველად დაიწყო სრული დატვირთვით მუშაობა. სესიის დასრულების შემდეგ ფრანგი კვლავ სავარჯიშო დარბაზს დაუბრუნდა და კასტილიელ კასადოსთან ერთად ივარჯიშა. ჩაბი ალონსო და ილარამენდი კი კვლავ აღდგენით ვარჯიშებს ატარებდნენ.
- 18 ივლისი 2013
- 1 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.