მარსელო ყველაფერს აკეთებს
ვარჯიში არდადაგებისას იმისთვის, რომ იდეალურ ფორმაში დაბრუნდეს.
წონის და ფიზმომზადების პრობლემა არის ის რაღაც, რაც მარსელოს მუდამ ახლდა თან. ყველაზე მეტი ტრავმის შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ ტრავმის პერიოდში არ ყავდა აყვანილი კონტროლზე თავისი თავი.
ბრაზილიელ მცველს ეხლა სურს, რომ გაითვალისწინოს წინა შეცდომები და კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით დაწყებული ახალი პროექტის განხორციელებაში თავისი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომაც მარსელო არ ისვენებს და არდადაგების მანძილზე მუდმივად ვარჯიშობს იმ მიზნით, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი პირველივე დღიდან მოხიბლოს.
რიოელი ფეხბურთელი კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ ორი კვირაა, რაც ბრაზილიაში იმყოფება და ამ ხნის მანძილზე ფიტნეს პროგრამას გადის. დილაობით მუდამ დარბის მის სახლთან მდებარე პარკში ან სანაპიროზე და მუდამ სტუმრობს ფიზმომზადების დარბაზსაც.
ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში პრემამენტულად აქვეყნებს თავისი ვარჯიშის ფოტოებს და ამით ერთგვარად პასუხობს იმათ, რომლებიც მას არდადაგების პერიოდში საკუთარი პროფესიისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
ბრაზილიელი "მადრიდის რეალში" 28 ივლისს დაბრუნდება სხვა ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად.
- 17 ივლისი 2013
- 2 248
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.