რამოსი დაბრუნდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "მადრიდის რეალის" მცველმა შვებულება დროზე ადრე დაასრულა.
სერხიო რამოსი სამშაბათს ვალდებაბასზე გამართული ვარჯიშისთვის დაბრუნდა. "მადრიდის რეალის" ცენტრალური მცველი შვებულებიდან 13 დღით ადრე გამოვიდა. მისი დაბრუნება იგეგმებოდა 28 ივლისისთვის. ის არ გასულა მოედანზე სავარჯიშოდ, სამაგიეროდ ფიზმომზადების დარბაზში ვარჯიშობდა.
ანდალუისელმა მცველმა კუთვნილი შვებულებიდან მხოლოდ 14 დღე გამოიყენა. ის უკვე ვარჯიშობს ვალდებაბასზე სხვა იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც მოედანზე არ გამოსულან, მაგალითად თუნდაც ილარამენდი, რომელსაც კუნთებზე პრობლემები აქვს, ასევე ვარანე და ხაბი ალონსო.
კლუბის ვიცე-კაპიტანს არ სურდა დროის უქმად დაკარგვა და ამჯობინა , რაც შეიძლება მალე შეხვედროდა და დალაპარაკებოდა ახალ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის.
- 17 ივლისი 2013
- 1 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.