იბრას ანჩელოტისთან სურს
იბრაჰიმოვიჩი უკმაყოფილოა პსჟ-ს ახალი შენაძენით და მადრიდის რეალში გადაბარგება სურს.
კავანის ტრანსფერის შემდეგ ზლატანი მზად არის შეუერთდეს სამეფო კლუბს და უარი თქვას თავის ასტრონომიულ ხელფასზე (პსჟ-ში ის წელიწადში 14 მლნ. ევროს იღებს). მას ანჩელოტისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და სურს მასთან გააგრძელოს მუშაობა. მის ინტერესს ისიც აღვივებს, რომ სამეფო კლუბი მეათე ჩემპიონთა ლიგის ტიტულისათვის იბრძვის და შვედ თავდამსხმელს ამ ტიტულის მოგება ძალიან სურს.
გუშინ ნაპოლის პრეზიდენტმა, დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ იბრა კავანის გვერდით არ ითამაშებს, რადგან მას უკვე გაფორმებული აქვს შეთანხმება სხვა კლუბთან. სავარაუდოდ ეს გუნდი მადრიდის რეალია. შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ პსჟ-მ ზლატანში 21 მლნ. გადაუხადა მილანს.
- 17 ივლისი 2013
- 1 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.