ხაბი ალონსოს დაბრუნება სექტემბრამდე გადაიდო
ხაბი ალონსოს აღდგენითი პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს.
როგორც ჩანს, ხაბი ალონსოს დაბრუნება ფეხბურთში სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე გადაიდება. ამის მიზეზი არის ის, რომ როგორც სამედიცინო შემოწმებისას გამოჩნდა, მისი ტრავმისგან აღდგენითი პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ექიმები ელოდნენ. შესაბამისად ის გამოტოვებს წინასასეზონო მომზადებას და ასევე სეზონის დასაწყისსაც.
ფეხბურთელმა მოგეხსენებათ ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო გამოტოვა კიდევაც კონფედერაციის თასი. ის ამჟამად ფიზმომზადების დარბაზში ვარჯიშობს ინდივიდუალურად (მასთან ერთად ვარჯიშობს ვარანეც). "თეთრების" ექიმები გაკვირვებულები არიან იმით, რომ აღდგენითი პროცესი არ მიმდინარეობს ისე, როგორც თავად მოელოდნენ. მათი ვარაუდი იყო, რომ ფეხბურთელს აღდგენისთვის ერთნახევარი თვე დასჭირდებოდა, მაგრამ ეხლა გამოჩნდა, რომ ბასკს უქმობა ოთხი თვის მანძილზე მოუწევს.
- 17 ივლისი 2013
- 1 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.