"ნაპოლის" პრეზიდენტი ადასტურებს ინტერესს იგუაინის მიმართ
როგორც ჩანს, "მადრიდის რეალიდან" "ნაპოლიში" კალეხონისა და რაულ ალბიოლის შემდეგ მორიგი ფეხბურთელი გადავა.
"ნაპოლის" პრეზიდენტი აგრძელებს აქტიურობას სოციალურ ქსელში. როგორც მას ჩვეულებრივ ჩვევია ხოლმე, ამჯერადაც ის რამოდენიმე ხნით ესაუბრებოდა თავის ე.წ. "მიმდევრებს" twitter-ზე, სადაც მან რამოდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ნეაპოლიტანური კლუბი "პიპიტაზე" ნადირობს.
კითხვაზე ცდილობდა თუ არა "ნაპოლი" არგენტინელი თავდამსხმელისა და მასთან ერთად ბრაზილიელი ლეონარდო დამიაოს შეძენას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეა.
წყარო: Marca
- 17 ივლისი 2013
- 1 269
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.