გუნდმა ანჩელოტის მეთაურობით მეორე ვარჯიში გამართა
მადრიდის "რეალმა" რიგით მეორე სავარჯიშო სესია გამართა.
როგორც ყოველთვის ვარჯიში ვალდებებასის სამწვრთნელო ბაზაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გაზონზე არ ირჯებოდა ასიერ ილიარამენდი რომელიც მწვრთნელის დავალებით სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა.
ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ პირველი ნახევარი საათის განმავლობაში დასწრებოდნენ ვარჯიშს. სესია რათქმაუნდა კარლო ანჩელოტისა და ზინედინ ზიდანის სრული მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა. ვარჯიშს არ ესწრებოდნენ ასევე ჩაბი ალონსო და რაფაელ ვარანი, ისინი აღდგენით სამუშაოებს გადიოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ სამწვრთნელო ბაზაზე მრავლად მოიყარეს თავი იტალიელებმა. აქ უკვე მოვიდნენ სპეციალისტები: ჯოვანი მაური - ფიზ. მომზადების სპეციალისტი, დავიდ ანჩელოტი - კარლო ანჩელოტის შვილი და ჯოვანი მაურის დამხმარე. შეგახსენებთ, რომ დავიდ ანჩელოტი "რეალის" სამწვრთნელო ბაზაზე ნახევარ წელს დაჰყოფს იმისთვის, რომ სათანადო გამოცდილება მიიღოს. ასევე დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მეკარეებს უილიამ ვეჩი ავარჯიშებს.
გთავაზობთ გუშინდელი ვარჯიშის ვიდეოს:
დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო:
- 16 ივლისი 2013
- 3 746
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.