ვეტერანები და ახალგაზრდები
41 წელია სხვაობა დავიდ ანჩელოტისა და ვილიამ ვეჩის შორის
კარლო ანჩელოტიმ თავის სამწვრთნელო შტაბის წევრებად აიყვანა საკუთარი შვილი დავიდ ანჩელოტი (23 წლის) და ავტორიტეტული მეკარეების მწვრთნელი ვილიამ ვეჩი (64 წლის).
სამშაბათის ვარჯიშზე დამსწრე საზოგადოებამ იხილა თითოეული ამ ადამიანის როლი მოედანზე.
დავიდ ანჩელოტი ლიცენზირებულია Scienze Motorie-ში (ფიზიკური განათლების ცენტრი ესპანეთში) და გვევლინება , როგორც ფიზმომზადების მწვრთნელის ჯოვანი მაურის ასისტენტი. ბრწყინვალე კარიერის მანძილზე მას ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. ის დააჯილდოეს , როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი თავის დარგში. ეხლა მთელ თავის ენერგიას კლუბის ფიზმომზადებას ახმარს.
ვილიამ ვეჩი იტალიაში ლეგენდაა. კარლო მასთან ერთად მუშაობდა "პარმაში" და "მილანში". ის წვრთნიდა ჯანლუიჯი ბუფონს ("პარმა") და დიდას ("მილანი").
სამშაბათს მან იმუშავა დიეგო ლოპესთან, ადანთან, ხესუსთან და ტომას მეხიასთან.
- 16 ივლისი 2013
- 2 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.