პატო მადრიდს სტუმრობდა
"მილანის" ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ალეშანდრო პატო, გუშინ ღამით მადრიდში იმყოფებოდა.ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად "რეალის" მოთამაშეს, მარსელოს, ესტუმრა.
როგორც ცნობილია, მარსელო და პატო კარგი მეგობრები არიან.მათ გადაწყვიტეს გუშინდელი საღამოს ერთად გატარება, ერთ-ერთ მადირდულ რესტორანში.მადრიდელი ფეხბურთელიც მეუღლესთან ერთად იყო.
ოჯახური ვახშმის შემდეგ იტალიური გუნდის ვარსკვლავი მილანში გაფრინდა, თუმცა მანამდე მას მაინც მოუწია ჟურნალისტისათვის კომენტარის მიცემა: "კოპა დელ რეის თამაშას ვერ დავესწრები, რამეთუ ღამით მილანში უნდა გავფრინდე.მარსელოს ვუთხარი წეღან, რომ "რეალი" აუცილებლად მოიგებს ამ მატჩს და გახდება ჩემპიონი."
მარსელო, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო შემდეგი რამ განაცხადა: "ჩვენ აუცილებლად დავამრცხებთ მეტოქეს და გავალთ შემდეგ ეტაპზე."მადრიდელ ფეხბურთელს ასევე ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ის, რაც მან "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ გააკეთა: "ეს ტიპიური ბრაზილიური ცეკვა იყო.აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ.მე არავის გასაღიზიანებლად არ გამიკეთებია ეს."
- 10 ნოემბერი 2009
- 3 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.