რონალდოზე ნადირობაა გამოცხადებული
კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ფეხბურთელის შეძენით სამი კლუბია დაინტერესებული, რომლებიც ასტრონომიულ თანხებს ჩამოდიან.
პირველ რიგში ყურადღება მონაკოზე უნდა შევაჩეროთ, რომელიც მზად არის მადრიდის რეალის ბიუჯეტი 105 მილიონი ევროთი გაამდიდროს, ფეხბურთელს კი 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და წლიურად მისი ბანკის ანგარიში 20 მილიონით შეავსოს. ეს მართლაც მაცდური შემოთავაზება გახლავთ, რომელსაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი და კლუბი შესაძლოა დათანხმდეს, თუმცა როგორც ჩანს ფლორენტინო არაფერს ჩქარობს და ყველაფერს აკეთებს პორტუგალიელის კლუბში დასატოვებლად.
მეორე გუნდი, რომელიც კრიშტიანოს შეძენას ცდილობს ასევე ფრანგული პარისენჟერმენი გახლავთ, რომლის რიგები სულ ცოტა ხნის წინ დატოვა კარლო ანჩელოტიმ და სწორედ „ბლანკოსის“ სათავეში ჩადგა. პარიზელებმა მადრიდელებს ოფიციალური შეთავაზება უკვე არერთხელ გაუკეთეს, რომელიც 100 მილიონ ევროს შეადგენდა, სახელფასო დეტალები კი უცნობი იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც „ბლანკოსმა“ „ოფერტი“ უარით გაისტუმრა.“
მესამე კლუბი კი მანჩესტერ სიტი გახლავთ, რომელსაც ყველა ნაკლები შანსი აქვს, რადგან რონალდოს არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი არასდროს მოირგებდა მანჩესტერის მეორე გუნდის მაისურს, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი იუნაიტედის ღირსებას იცავდა და ამ გუნდის გულშემატკივრებს უდიდეს პატივს სცემს. ინგლისელებმა მადრიდელებს ასევე 100 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს, რომელზეც თავისთავად უარი მიიღეს,მითუმეტეს, მოთამაშე პრემიერ ლიგაში დაბრუნების სასტიკი წინააღმდეგი იყო.
გუნდში მოსვლისთანავე მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მას რონალდო ძალიან სჭირდება დასახული გეგმების განსახორციელებლად და მისი გაშვება უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი გახლავთ, ამ განცხადებამ კი პრეზიდენტი და ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ გუნდმა ყველაფერი უნდა იღონოს „7“-იანის დასარჩენად და მეტიც, ახალი სარფიანი კონტრაქტის გასაფორმებლად.
- 16 ივლისი 2013
- 3 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.