იგუაინი: "ჩვენ მადრიდელები ვართ, ჩვენ უნდა მოვიგოთ"

სამეფო გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი, თვლის რომ მადრიდის "რეალის" შეძლებს კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის გაგრძელებას.

- ლა ლიგის გასულ ტურში "რეალმა" 2-3 გაიმარჯვა, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში.ამ მატჩის მერე გგონიათ, რომ "ალკორკონთან" გამარჯვებაც ახლოს არის?
- გუნდი ახლა კარგ ფორმაში იმყოფება.ჩვენ ვართ მადრიდის "რეალი," რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რათა გავიდეს ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე.

- თქვენ კარგ ფორმაში ხართ, რაზეც მეტყვლებს ბოლო სამ მატჩში სამი გატანილი გოლი.
- მე ყოველთვის ვისახავ მიზნად მომენტების მაქსიმალურად გამოყენებას."ხეტაფესთან" თამაშის შემდეგ მორალურად კარგად ვგრძნობ თავს.

- "ალკორკონთან" მეორე შეხვედრაში, რა იქნება თქვენი გამარჯვების გასაღები? სწრაფი გოლი?
- ყველაფრის თავი და თავი არის კონცენტრაცია.პირველი წუთებიდან უნდა მოვიხვეჭოთ უპირატესობა მინდორზე და გადავიდეთ შეტევებზე.

- "სანტო დომინგოს*" "კატასტროფის" შემდეგ, გუნდის შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდა.გამოდის, რომ აღნიშნული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო თქვენთვის...

- "ალკორკონთან" განცდილი მარცხი ყველას ძალზედ გვეწყინა.ვგონებ, გუნდი მოვიდა აზრზე და მას შესწევს ძალა დერბიში გამარჯვებას კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე გასვლა მიაყოლოს.

- "ბერნაბეუზე" ანშლაგს ელოდებიან.ალბათ, ეს კარგი სტიმული იქნება თქვენთვის...
- მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.აღსანიშნავია, რომ არასდროს გვაკლია "ბერნაბეუს" პუბლიკის შეძახილები.

- არგენტინის ნაკრებს 14 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებთან აქვს თამაში.საინტერესოა, რომ დაპირისპირება გაიმართება "ვისენტე კალდერონზე."ეს საფეხბურთო არენა თქვენთვის ძალიან წარმატებულია...

- ამ მომენტში მხოლოდ სათასო შეხვედრაზე ვფიქრობ.მოხარული ვიქნები "კალდერონზე" დაბრუნებით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (70)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)