არსენალი იგუაინთან დაკავშირებით აღარ საუბრობს

მოგეხსენებათ, არსენ ვენგერი ღიად აცხადებდა, რომ მის გუნდში გონსალო იგუაინის ხილვა სურს. ფრანგი სპეციალისტი ხოტბას ასხამდა გონსალოს და თვლიდა, რომ იგი „მეთოფეების“ შემადგენლობაში მწვერვალებს დაიპყრობდა, მაგრამ როგორც ჩანს ლონდონელებმა პაუზის აღება ამჯობინეს.

სამეფო კლუბი 30 მილიონს ითხოვს, არსენალის ბოლო შეთავაზება კი მხოლოდ 25 მილიონს შეადგენდა, ფლორენტინო პერესმა კი 5 მილიონით ნაკლების მიღებაზე ცივი უარით გაისტუმრა სტუმრები და განაცხადა, რომ გონსალოს დონის მოთამაშისთვის 30 მილიონი ევროც ცოტა გახლავთ.

სწორედ ამის შემდეგ „მეთოფეებმა“ პაუზის აღება ამჯობინეს, სავარაუდოდ ისინი კარლო ანჩელოტის სიტუაციაში გარკვევას ელოდებიან, სავარაუდოდ სწორედ იტალიელი სპეციალისტი გადაწყვეტს სჭირდება თუ არა „ბლანკოსს“ იგუაინი და რა სარგებელის მოტანა შეუძლია გუნდისთვის მას.

ამასთანავე Daily Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსენალის ხელმძღვანელობამ ლივერპულს მიმართა ლუის სუარესთან დაკავშირებით, ეს კი ესპანეთში ტაქტიკურ სვლად აღიქვეს, რადგან ურუგვაელი წინახაზელის შეძენა მადრიდის რეალსაც სურს, „მეთოფეები“ კი ამ შემთხვევაში კონკურენტის როლს ირგებენ. თუ სუარესმა ლონდონში გადაბარგებაზე თანხმობა განაცხადა „ბლანკოსი“ დიდ წაგებაში რჩება, რადგან ვერც პიპიტას გაყიდის და ვერც ურუგვაელს მიიღებს საკუთარ შემადგენლობაში.

არსენალი, ისევე როგორც სამეფო კლუბი დიდ საფიქრალშია ჩავარდნილი, ხელმძღვანელობებს მახვილგონივრული გადაწყვეტილებების მიღება მართებთ, აქედან გამომდინარე დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

  • Hala
  • 16 ივლისი 2013
  • 1 089
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (82)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)