რეალმა კოენტრაო 7 მილიონად არ გაუშვა
ლუკა მოდრიჩის ტრანსფერის შემდეგ, რეალმა და ტოტენჰემმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც თუ ამ ორ გუნდს ერთმანეთის ფეხბურთელების შეძენა მოუნდებოდათ და ამავე მოთამაშის ხილვით სხვა კლუბიც იქნებოდა დაინტერესებული, უპირატესობა შეთანხმებულ მხარეებს ენიჭებოდათ.
როგორც ჩანს ტოტენჰემი უკვე მასხრად იგდებს სამეფო კლუბს და ფაბიო კოენტრაოში სულ რაღაც 7 მილიონი ევრო შესთავაზა. რა თქმა უნდა ბლანკოსმა არ დააკმაყოფილა მამლების შემოთავაზება, რადგან ფეხბურთელი მინიმუმ 20 მილიონი ღირს და სხვა კლუბებისგან გაცილებით უფრო სარფიანი შემოთავაზება აქვს.
შესაძლოა მადრიდის რეალმა კოენტრაო ბეილის ტრანსფერში გამოიყენოს.
- 16 ივლისი 2013
- 1 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.