12 მილიონი ალბიოლის სანაცვლოდ
ბენიტესი განაგრძობს მადრიდის რეალის ”მეორეხარისხოვან” ფეხბურთელებზე დაკვირვებას, მოგეხსენებათ მან უკვე შეიძინა ხოსე კალეხონი, ახლა კი ის დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს.
კულუარული ინფორმაციით, ის უკვე შეუთანხმდა ნაპოლის ხელმძღვანელობას ამ ტრანსფერზე. ახლა კი მხოლოდ ფეხბურთელისა და სამეფო კლუბის დარწმუნება დარჩა. ის თეთრების მოხიბვლას 12 მილიონით გეგმავს, რომელსაც ნეაპოლური გუნდი მცველში გადაიხდის. თავად ალბიოლს კი სათამაშო დროს ჰპირდება.
მოგეხსენებათ ალბიოლი ჯერ კიდევ ითვლება ესპანეთის ნაკრების მცველად, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის შემთხვევაში შესაძლოა ის ვერ მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაული მოურინიოს მეოთხე არჩევანი იყო. რამოსის, პეპესა და ვარანის შემდეგ.
- 16 ივლისი 2013
- 1 124
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.