შვიდი საკითხი, რომელიც პირველივე კვირაშია გადასაწყვეტი
კარლო ანჩელოტი მადრიდშია და დღეს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. იტალიელს შვიდი უმნიშვნელოვანესი საკითხი აქვს გადასაწყვეტი პირველივე კვირაში, მისი მუშაობისა.
კარლო გუნდს დილის 8:00 საათზე შეუერთდა. მის განკარგულებაში ამ მომენტისათვის ყევლა ფეხბურთელია, გარდა კონფედერაციის თასზე მონაწილეებისა. ანჩელოტის შვიდი საკითხი აქვს გადასაწყვეტი.
1. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, კარლიტომ უნდა დაავიწყოს ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოს ფილოსოფია და სრულიად ახალ სისტემაზე გადააწყოს გუნდში.
2.გადაწყვიტოს ოთხი ფეხბურთელის საკითხი. გარეტ ბეილის ტრანსფერი ჩიხში შევიდა და პრაქტიკულად გამორიცხულიცააა უელსელის შეძენა. გუნში თავისუფალი ნომრებია : 11, 16 და 21. მან ეს ნომრები უნდა გადაანაწილოს ოთხ ფეხბურთელზე: ნაჩო, ხესე, მორატა, კასემირო.
3.იგუაინი. პიპიტას საკითხი გადასაწყვეტია, არგენტინელს განზრახული აქვს მადრიდის დატოვება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს ეს საკითხი.
4. კაკას საკითხი კარლიტოსთვის ასევე მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ ბრაზილიელი დარჩება ''რეალში'' . მასთან მუშაობით თავად კარლოც მოწადინებულია. წარსულში საუკეთესო ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს ძველი ფორმის დასაბრუნებლად.
5.კოენტრაო პორტუგალიელის საკითხი გაურკვეველია. მას დიდად არ ულხინს მადრიდში. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 'პსჟ' მზადაა შეიძინოს ფაბიო 22 მილიონად.
6.ალბიოლი რაულს არც მაურინიო სწყალობდა და დიდი შანსია არც ანჩელოტისგან მიიღოს სათამაშო დრო. მისი ყიდვით ბენიტესია დაინტერესებული, სავარაუდოდ ესპანელი ნეაპოლს მიაშურებს.
7. ხესუსი , ''რეალის'' მესამე მეკარე დილემის წინაშეა. მას გუნდის დატოვება სურს, რადგან არანაირი შანსი არ ექნება დეიგო ლოპესთან და მითუმეტეს იკერთან კონკურენციაში. ამიტომაც კარლო შეეცდება შეაცვლევინოს ეპსანელს გადაწყვეტილება და დატოვოს გუნდში.
Eurosport.Com
- 15 ივლისი 2013
- 3 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.