ხედირამ მომავალ სეზონზე ისაუბრა
მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, სამი ხედირამ მომავალ სეზონთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები "ბაიერნი" და "რეალი" იქნებიან.
"ჩვემი აზრით, შემდეგ სეზონში "ბაიერნი" კვლავ დიდებულ სეზონს ჩაატარებს და მათ შეჩერებას მხოლოდ სამეფო კლუბი შეძლებს."
"ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი და ვფიქრობ ახალი ეპოქას უკვე ჩაეყარა საფძველი. როდესაც გუნდში თავკაცი იცვლება, ყველთვის წიყება რაღაც ახალი. იბადება ახალი იდეები და ინერგება თამაშის ახალი ფსიქოლოგია."
"მადრიდის "რეალში" თავს დიდებულად ვგრძნობ. კვლავ ვაპირებ ჩემს თანაგუნდელებთან და კარლო ანჩელოტისთან ერთად ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლო და ბოლომდე დავიხარჯო."
"იტალიელ სპეციალისტზე ბევრი რამ მსმენია. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვუყურებდი მის "მილანს" და ვტკბებოდი მათი თამაშით. ჩემი თანაგუნდელი რიკარდო კაკა მასთან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა და მისი თქმით კარლო "რეალს" წარმატებას მოუტანს."
- 15 ივლისი 2013
- 1 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.