"რეალი" მესუთ იოზილის ახალ კონტრაქტზე იწყებს მუშაობას
მადრიდის "რეალი" გერმანელ ნახევარმცველ მესუთ იოზილს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
მიმდინარე კონტრაქტი იოზილს კლუბთან 2016 წლამდე აკავშირებს, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ გერმანელი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2019 წლამდე დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა ააღელვა იოზილის მიმართ პრემიერ ლიგის გრანდების ინტერესმა. გარდა ამისა, ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომელიც გერმანელ ნახევარმცველს იდეალურ ფეხბურთელად მიჩნევს თავისი გუნდისათვის.
- 15 ივლისი 2013
- 1 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.