ფლორენტინო პერესი: "კაკა ფენომენალური ფეხბურთელია"
"კაკა ფენომენალური ფეხბურთელია. იმედი მაქვს ანჩელოტის ხელმძღვანელობით, რომელიც მას ძალიან კარგად იცნობს, ის კვლავ მაგიურად ათამაშდება"-განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
სეზონი: "მოურინიოს წასვლის შემდეგ სრულიად ახალი ფაზა დაიწყო. ჩვენ სხვა მწვრთნელი გვყავს, რომელიც ასევე ძალზედ მომთხოვნია და ბედნიერები ვართ, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან. წლევანდელი ტრანსფერებისას ჩვენ მოვიყვანეთ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მოწყურებულნი არიან წარმატებას და ისნი დიდ ფეხბურთელებს შესანიშნავად შეეწყობიან. ეს შერწყმა კი მადრიდისტებს სრულიად ახალ სახეს და წარმატებებს მოუტანს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მეათეს მოგებას. იმ მეათისა, რომელიც ჩვენთვის უმთავრესი მიზანია, ვინაიდან როგორც ამ ტურნირის შემქნელებს, მისი მოგება ჩვენს დნმ-ში ზის. ესაა ტურნირი, რომელშიც თავს იდეალურად ვგრძნობთ. ჩემპიონთა ლიგის საღამოები თავისი მაგიურობითა და ატმოსფეროთი ბრწყინვალე და იდეალურია. ამ ტურნირის მოგებას ყველაფერთან ერთად იღბალიც ესაჭიროება. ის იღბალი, რომელიც ჩვენ წელს და წინა წელს გვაკლდა. "მადრიდის რეალი" ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის."
ლიგა: "ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ლა ლიგა, ვინაიდან ესაა ყოველდღიური მონდომება და ესაა ის ტურნირი, რომელიც ასევე უდიდეს ყურადღებას იქცევს ჩვენს გულშემატკივრებში."
კაკა: "ის ფენომენალური ფეხბუთელია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთებამ მოუწია. შემდეგ მოვიდა იოზილი და დაიკავა მისი ადგილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის უდიდესი ფეხბურთელია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ანჩელოტისთან, რომელიც მას კარგად იცნობს, შეძლებს კაკასთვის მაგიურობის დაბრუნებას."
ანჩელოტის "მადრიდის რეალი": "არ ვიცი ის უკეთესად აათამაშებს თუ არა "მადრიდის რეალს". მოურინიოსთან ერთად გვქონდა ძალზედ სანახაობრივი შეხვედრებუ, განსაკუთრებით კი ბოლო ლიგაში. ჩვენ შევძელით და "ბარსელონა" მისსავე ტერიტორიაზე დავამარცხეთ, გავიტანეთ 121 გოლი ლა ლიგაში, ამის დამხობა კი ძალზედ გაჭირდება. წლევანდელი წელი ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა."
ნეიმარი: "ის დიდებული ფეხბურთელი და სიამოვნებით მოვიყვანდი მას, მაგრამ ის ეხლა სხვაგანაა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა, როცა ის ესპანურ ლიგაში ითამაშებს. ეს ჩვენ დამატებით მოტივაციას გვძენს."
ზიდანი: "მე არ მეგონა, რომ ის მწვრთნელობას გადაწყვეტდა, მაგრამ ეს მოხდა მოურინიოს მოსვლის დროს. მან გაიარა შესაბამისი კურსები და მზად არის მწვრთნელობისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ანჩელოტის ასისტენტად იმუშავებს ამ ეტაპზე და შესაძლებელია შემდეგში ის მთავარ მწვრთნელადაც ვიხილოთ, ვინაიდან ზიდანი არის ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია არასდროს არ დაივიწყებს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს: "მე ეხლა მესმის , თუ რატომ ამბობდა ამაყად მამაჩემი, რომ დი სტეფანოს თამაშის ხილვის საშუალება ქონდა. ეხლა მეც შემიძლია იმის თქმა, რომ მქონდა საშუალება ზიდანის თამაში მენახა."
- 12 ივლისი 2013
- 2 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.