ილარამენდის პრესკონფერენცია
ასიერ ილარამენდი დღეს ჟურნალისტების წინაშე წარსდგა , სადაც მან "რეალ სოსეიდადის" ფეხბურთელის რანგში ბოლო გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ილარამენდი აცრემლებული დაემშვიდობა "რეალ სოსეიდადს". ასიერ ილარამენდის თან ახლდა "რეალ სოსეიდადის" პრეზიდენტი.
"მე შვებულებაში ვიყავი, როცა "მადრიდის რეალის" მხრიდან ინტერესზე გავიგე. ამის შემდეგ მე დამიკავშირდნენ და შეთავაზება გამიკეთეს, რომელიც ჩემი აზრით უნიკალური და იდეალური შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილების მიღების წინ, მაგრამ ვფიქრობ , არ შევმცდარვარ. გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ იყო ადვილი. "სოსეიდადმა" მე ყველაფერი მომცა. მე ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო "რეალ სოსეიდადს". აქ მოვედი, როგორც ბავშვი და აქედან მივდივარ, როგორც კაცი. მადლობა პრეზიდენტს, მწვრთნელებს, მენეჯერებს, ფაბრიკის მწვრთნელებს და ჩემს კოლეგებს, რომლებიც მე ბევრ რამეში მეხმარებოდნენ და მიგებდნენ. მადლობა ახალ სამწვრთნელო შტაბს, მათ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს და დიდი მიზნების მიღწევებს ვუსურვებ."
- 12 ივლისი 2013
- 2 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.