ხუთი "ოქროს ბიჭუნა"
მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ირიცხება: ისკო, მორატა, კარვახალი, ნაჩო და ილარამედი.
პერესის და ანჩელოტის გეგმა ნელ-ნელა წინ მიიწევს და საკმაოდ ეფექტურადაც. ფლორენტინომ უკვე მოახერხა ის, რომ 21 წლამდელთა ჩემპიონებს თავი ერთ გუნდში მოუყარა და მათ სამეფო კლუბის იმედად მოიაზრებენ.
დანი კარვახალმა პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ "რეალში" 21 წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხება, მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ."
აღსანიშნავია, რომ მომავალ სეზონში ძალიან დიდი ბრძოლა წავა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. ნახევარდაცვის ცენტრში საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება და ანჩელოტის განცხადებით იგი ყველაზე დიდ შრომას ახლგაზრდა ფეხბურთელებისგან ელის.
"ოქროს ხუთეული"
ისკო: ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი
"მალაგას" ყოფილი ფეხბურთელი გასულ სეზონში შესანიშნავად ასპარეზობდა. იგი იყო ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში გამარჯვებისა.
ალვარო მორატა: 21 წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი.
იგი მადრიდის "რეალის" მომავალ "9"-იანად მოიაზრება.
დანი კარვახალი: "ლევერკუზენიდან" მშობლიურ კედლებში დაბრუნებული.
დანიმ გერმანიაში დიდებული სეზონი გაატარა. იგი ბუნდეს ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ახლა სამეფო კლუბში ადგილის დამკვიდრებას ეცდება.
ნაჩო: კასტილიის ვარსკვლავი
ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში მას არაერთხელ მისცა შანსი და აღმოჩნდა, რომ მისი იმედი გუნდს ნამდვილად უნდა ჰქონდეს.
ილარამენდი: ახლად გადმობარგებული
ეს უკანასკნელი ფეხბურთელი სულ რამდენიმე საათის წინ გადმოვიდა სამეფო კლუბში და საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებას უკვე "ბლანკოსში" შეეცდება.
- 12 ივლისი 2013
- 3 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.