"ალკორკონი" გულშემატკივართა გარეშე იქნება "ბერნაბეუზე"
როგორც საფეხბურთო კლუბი "ალკორკონი" იუწყება მადრიდის "რეალმა" არ გამოუყო ბილეთები "ალკორკონის" ფან–კლუბს "სანტიაგო ბერნაბეუზე" სტუმართა სექტორში. ასე, რომ 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ალკორკონი" გულშემატკივართა დახმარების გარეშე რჩება.
სტუმართა გუნდის განცხადებაში წერია, რომ მათ ვერ შეძლეს ბილეთების შეძენა, რადგან უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. "ალკორკონმა" გამოჰყო, რომ "სამეფო კლუბმა" მათ მოუხადა ბოდიში ამ საქციელის გამო:
"მადლობას ვუხდით მადრიდის "რეალს", რომელმაც გამოხატა თავისი სურვილი გადაეწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ "ბლანკოსს" ეკრძალება ბილეთების მიყიდვა მეტოქე გუნდის ფანებისთვის, რომლებიც მთლიანად მესამე იარუსს დაიკავებენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" – აი ეს ეწერა განცხადებაში.
"ალკორკონის" გულშემატკივრები აპირებდნენ ბილეთების ყიდვას თამაშის წინა დღეს, მაგრამ მადრიდულმა გრანდმა ბილეთებზე ფასები "დააგდო" და ყველა ბილეთი გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩზე დასასწრები ბილეთები 3–დან 25 ევრომდე იყო. "არ ველოდით, თუ ეს თამაში ასეთ რეზონანსს გამოიწვევდა. ვფიქრობდით, რომ ჩვენი გულშემატკივრები ადვილად შეიძენდნენ ბილეთებს" – აცხადებენ სტუმართა გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ამ სიტუაციას საკუთარ თავზე იღებენ.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 10 ნოემბერი 2009
- 2 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.