კონდოგბია და პლიუს ორი ბასკის ალტერნატივად
სხვადასხვა ჭორებ ვრცელდება ასიერ ილარამენდისთან დაკავშირებით. "სანტიაგო ბერნაბეუს" დირექტორებს კვლავ სჯერათ, რომ ბასკი ნახევარმცველი მათთან კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმება მიღწეულია თავად ფეხბურთელებთან და იმედი აქვთ, რომ "რეალ სოსეიდადთან" მიაღწევენ შეთანხმებას მიმდინარე კვირის ბოლომდე.
მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბს არ გამოუვა ბასკი ნახევარმცველის შეძენა, "ლოს ბლანკოსები" სხვა ალტერნატივებსაც განიხილავენ. პირველი ვარიანტი არის კონდოგბია. "სევილიელი" ფეხბურთელი , რომელიც საფრანგეთს დაეხმარა 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლაში, "მადრიდის რეალის" მესვეურთა თვალთახედვის არეში კარგა ხანია მოხვედრილია.
მეორე ვარიანტი კი ანჩელოტის სიაში არიან გუნდოგანი ან ვერატი.
- 12 ივლისი 2013
- 1 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.