გვარდიოლა:"სამეფო თასი" ამოუცნობი ტურნირია"
"ბარსელონას" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არაა დარწმუნებული, რომ მისი კლუბი გადალახავს "ლეონესას" ბარიერს.
"თასის პირველი რაუნდი მუდამ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შეგირდებმა პირველი შეხვედრა მოიგეს, არ უნდა მისცენ თავს მოდუნების საშუალება".
"მსურს სერიოზულად მოვეკიდოთ ყველა თამაშს. ეს საუკეთესო საშუალებაა 1/8 ფინალში გასასვლელად".
გვარდიოლა თვლის, რომ "რეალის" გასვლა 1/8 ფინალში რთულად წარმოსადგენია, რადგან "ბლანკოსმა" პირველი შეხვედრა 4:0 დათმო.
"მათ შეეძლოთ მოგება "ალკორკონთან", ხოლო "ლეონესას" შეეძლო დაემარცხებინა "ბარსელონა". ეს ფეხბურთია და ყველაფერია მოსალოდნელი".
"მადრიდის "რეალი" თუ გადალახავს ამ ეტაპს? რა თქმა უნდა. ის ხომ "სამეფო კლუბია". მათ 200 მლნ. ევრო დახარჯეს და შეუძლიათ გამარჯვება" – განაცხადა გვარდიოლამ.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 10 ნოემბერი 2009
- 3 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.