ლუის სუარესი: "ერთ ზარს შეუძლია ყველაფერი გადაწყვიტოს"
"ლივერპულის" ფეხბურთელი თავის მომავალთან დაკავშირებით ესაუბრა ურუგვაის ერთ-ერთ რადიოსადგურს.
ლუის სუარესმა თავის მომავალზე რადიო Sport 890-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს "ორი თუ სამი ვარიანტი". კერძოდ მან ინტერვიუს მსვლელობისას შემდეგი რამ განაცხადა:
"ჩემი აგენტი ყველაფრის საქმის კურსშია და მან კარგად იცის, თუ რა მინდა მე. არსებობს ორი თუ სამი ვარიანტი. კლუბმა მშვენივრად იცის, თუ რა ხდება ჩემს თავს."
ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად კონფედერაციის თასის შემდეგ შვებულებაში იმყოფება და ისვენებს, 21 ივლისს შეუერთდება "ლივერპულს" წინასასეზონო მომზადებისთვის. ამავდროულად მან აღნიშნა:
"ერთ სატელეფონო ზარს შეუძლია ყველაფრის შეცვლა."
- 11 ივლისი 2013
- 2 192
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.