იგუაინი და კოენტრაო, "მადრიდის რეალის" მორიგი გამცვლელები
ეს ის ორი ფეხბურთელია, რომლებსაც სულით და გულით სურთ "მადრიდის რეალიდან" წასვლა და ამას არც მალავენ.
დღესი მდგომარეობით კალეხონი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "მადრიდის რეალიდან" წავიდა მას შემდეგ, რაც ესიენმა და რიკარდო კარვალიომ დატოვეს კლუბი. მოსალოდნელია, რომ კლუბი არ გაყიდის სხვა ფეხბურთელებს, ვინაიდან ისინი, რომლებზეც აქტიურად მიდიოდა საუბარი , კლუბმა მოხსნა სატრანსფერო ბაზრიდან, მათ შორის არიან დი მარია და პეპე.
ორი ფეხბურთელი, რომლებიც დარჩენილნი არიან ბაზარზე და რომელთა შეძენის მსურველებს შეუძლიათ "თეთრებთან" დალაპარაკება, არიან გონსალო იგუაინი და კოენტრაო, მაგრამ მიუხედვად მათი უდიდესი სურვილისა, ორივე მათგანი შორსაა მიაღწიონ შეთანხმებას რომელიმე კლუბთან და ითამაშონ რაც შეიძლება შორს "მადრიდის რეალიდან".
არგენტინელმა წასვლის სურვილი პირადად გამოხატა, ვინაიდან ის ფიქრობს და გრძნობს, რომ "მადრიდის რეალში" მისი დრო ამოიწურა და ახალი გამოწვევები უნდა ეძებოს. მიუხედავად მისი წასვლის სურვილისია და იმისა, რომ კლუბიც არაა წინააღმდეგი გაუშვას პიპიტა, "თეთრებს" არანაირი ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ.
იგუაინი ერთი პერიოდი ელაპარაკებოდა "არსენალს", მაგრამ როგორც ჩანს "მეთოფეები" გულგრილად მოეკიდნენ საქმეს და პიპიტა მეორე პლანზე გადაწიეს, ვინაიდან მათ "ლივერპულს" გავრცელებული ხმების მიხედვით ლუის სუარესში 50 მლნ. ევრო შესთავაზეს.
ანჩელოტის ჯერჯერობით არ დაუკეტია უკან დასაბრუნებელი კარები "რივერ პლეიტის" ყოფილი ფეხბურთელისთვის და სურს, რომ ის წასვლაში გადაარწმუნოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ კლუბი ვინმესგან 30 მლნ.ზე მეტ თანხას არ მიიღებს გონსალოში, მისი გაყიდვა არ იგეგმება.
ანალოგიური სიტუაციაა კოენტრაუსთან მიმართებაში, რომელსაც "ბენფიკაში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ "თეთრები" მის დათმობას იაფად არ აპირებენ.
- 11 ივლისი 2013
- 1 901
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.