პიპას მამა : „იგუაინს სათქმელი არაფერი აქვს“

იგუაინის მამა გონსალოს მომავალზე.

მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინს გუნდის დატოვება სურს, ინტენსიური მოლაპარაკებები კი ლონდონის არსენალთან მიმდინარეობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არგენტინელი ფორვარდის შეძენით არსენ ვენგერი ძალიან არის დაინტერესებული და ხელმძღვანელობას თხოვს რაც შეიძლება დროულად გაჩარხოს ტრანსფერი, თემასთან დაკავშირებით გონსალოს მამამ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის შვილს სათქმელი არაფერი აქვს და მოვლენების განვითარების მოლოდინშია...

„ჩემი შვილი ამ ეტაპზე ისვენებს და ცდილობს თავიდან ბოლომდე გამოეთიშოს ფეხბურთს, თუმცა მას სათქმელი აღარაფერი დარჩა, სეზონის დასკვნით მატჩში პიპიტა გულშემატკივრებს დაემშვიდობა ეს კი სწორედ იმის მანიშნებელი გახლავთ, რომ იგი „ბლანკოსს“ დატოვებს, არ ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში მაგრამ აშკარა და თვალნათლივია, რომ ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება ვერ შედგა.“

„ჩვენ არც არსენალის ხელმძღვანელობა დაგვკავშირებია და არც რეალის, თუმცა შესაძლოა ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდეს.“

„იყო დრო როდესაც ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვგქონდა იტალიურ იუვენტუსთან, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა პირველ რიგში პირობების გამო, მეორე რიგში კი იმის გამო, რომ თავად გონსალოს არ სურდა იტალიის ჩემპიონატში გადასვლა, ის თვლის, რომ ესპანეთი და ინგლისი იტალიზე 2 თავით მაღლა დგანან.“

  • Hala
  • 11 ივლისი 2013
  • 1 479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)