ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანშლაგი იგეგმება
ხვალ მადრიდის "რეალი" "სამეფო თასის" განმეორებით შეხვედრაში "ალკორკონს" დაუპირისპირდება. ამ მატჩისთვის თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. იმისთვის, რათა დარჩენილი გულშემატკივარი დაესწროს ხვალინდელ შეხვედრას, დარჩენილი ბილეთები მატჩის დღეს გაიყიდება. საქმე ეხება არა "ელ კლასიკოს", არამედ "სამეფო თასის" შეხვედრას, სადაც ყველაზე დაბალფასიანი ბილეთი 3 ევრო ეღირება, ხოლო ყველაზე ძვირი 25 ევრო. "რეალის" სხვა თამაშებზე კი ბილეთები 50 ევროდან იწყება და 100 ევრომდე მთავრდება.
მატჩის დღეს სალაროებში იქნება 500 ბილეთი, რომელიც დააბრუნა აბონემენტების მქონე გულშემატკივარმა. ამასთან ერთად თავისუფალი რჩება რამდენიმე VIP ადგილი.
"ალკორკონთან" ანშლაგი მარტო იმიტომ კი არ არის, რომ ბილეთებზე დაბალი ფასებია, არამედ ამ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს "სამეფო კლუბისთვის" და გულშემატკივრებს სურთ მხარი დაუჭირონ საყვარელ კლუბს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში მადრიდელები 4:0 დაამრცხდნენ. "რეალი" პირველივე წუთებიდან შეუტევს.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 9 ნოემბერი 2009
- 1 606
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.