გალათასარაი დი მარიაში 23 მილიონზე მეტს ვერ გადაიხდის
მოგეხსენებათ, სტამბულის გალათასარაი ანხელ დი მარიას მისამართით გამოთქვამს ინტერესს, თავის მხრივ არც მადრიდელები ამბობენ უარს არგენტინელი შეგირდის გაყიდვაზე, თუმცა პერესს მისი გასხვისება სარფიან ფასში სურს...
გავრცელებული ინფორმაციით გალათასარაი მზად არის ანხელის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო გადაიხადოს, კონტრაქტზე კი თავად ფეხბურთელს მოელაპარაკოს.
ნათელია, რომ რეალს 23 მილიონი ეცოტავება, რადგან რამდენიმე წლის წინ არგენტინელი 25 მილიონად გადმოიყვანა, მას შემდეგ კი ანხელ უდიდესი გამოცდილბა დაუგროვდა და დღეს გაცილებით უფრო მაღალი დონის მოთამაშეა, ვიდრე მაშინ იყო, აქედან გამომდინარე ტრანსფერის გაჩარხვა ხსენებულ ფასად მეტად რთულდება.
გალათასარაის პრეზიდენტის განცხადებით, თურქები მზად არიან მადრიდელებთან მოლაპარაკებები დაიწყონ, მაგრამ 23 მილიონზე მეტს ნამდვილად ვერ გადაიხდიან, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი მეტისმეტად დაცოტავდება.
- 10 ივლისი 2013
- 1 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.