მადრიდელთა ოცნება სავარაუდოდ დღეს დასამარდება
საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარიზს დღეს ედისონ კავანი მიაშურებს და პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდება...
როგორც ჩანს პარისენჟერმენის შეთავაზება ნაპოლი დათანხმდა და ურუგვაელი ფეხბურთელი სხვა ქვეყანაში გადაბარგდება სათამაშოდ. გავრცელებული ინფორმაციით სატრანსფერო თანხად 64 მილიონი ევრო სახელდება, თავად ფეხბურთელი კი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.
თუკი ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ სავარაუდოდ დღეს მადრიდელთა ოცნება დასამარდება და ედისონი „ბლანკოსის“ ფორმას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოირგებს და ფლორენტინო პერესს სხვა მოთამაშეებისკენ მოუწევს გეზის აღება.
- 10 ივლისი 2013
- 1 811
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.