პეპე მელი: "სამი წელია ჩემი გუნდი პირველ ტურს მოგებით იწყებს"
"ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა დღეს გამართული კენჭისყრის შემდეგ თავისი კომენტარი გააკეთა.
"წინა სამი სეზონის მანძილზე პირველი ტურს მოგებებით ვიწყებდით და იმედი გვაქვს, მიმდინარე სეზონშიც ასე იქნება. მოედანზე მოსაგებად გავალთ და როგორც წინა სეზონში მოვახერხეთ ამის გაკეთება, წელსაც დავამარცხებთ "მადრიდის რეალს" "
"არ ვიცი კარგია თუ არა ეს რომელიმე გუნდისთვის. "თეთრების" ახალი მწვრთნელისთვის რამდენად კარგია სეზონის პირველივე შეხვედრაში ჩვენთან დაპირისპირება ამაზე თავად კარლო ანჩელოტიმ უნდა იფიქროს, მას აქვს სხვადასხვა ვარიანტები. იქ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც არ ჭირდებათ ფეხბურთის სწავლება , მაგრამ ჩემთან არიან ახალგაზრდები, რომლებიც სავსენი არიან ენთუზიაზმით და ასე რომ დაველოდოთ შეხვედრას."
- 9 ივლისი 2013
- 1 966
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.