არავის არ უნდა რონალდუს წასვლა, გარდა...

ესპანეთში მას ბევრს აკრიტიკებენ და უსტვენენ, სტადიონზე ის ბევრგან მიუღებელი სტუმრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანტიმადრიდისტების უმრავლესობას არ სურს, რომ რონალდუმ ესპანეთი დატოვოს.

ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის კლუბის გულშემატკივრებს არ სურთ, რომ რონალდუმ ესპანეთი დატოვოს. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 65%-ი ფლორენტინოს მოუწოდებს, რომ პორტუგალიელთან მიაღწიოს შეთანხმებას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. თუ მარტო "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებზე ვისაუბრებთ, მაშინ პროცენტული მაჩვენებელი უფრო გაიზრდება."მადრიდის რეალის" გულშემატკივრების 95% თვლის, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება აუცილებელია. იმ გულშემატკივრების 90%, რომელთა რჩეულ სამ კლუბს შორის ერთ-ერთი "მადრიდის რეალია", თვლის, რომ რონალდუ უნდა დარჩეს.

ესპანელ გულშემატკირებს ესმთ, რომ რონალდუს ყოფნა მოედანზე დამატებით სილამაზეს სძენს ნებისმიერი კლუბის თამაშს და არამარტო მხოლოდ "მადრიდის რეალისას". "მადრიდის რეალის" არამოყვარული და არამეგობარი გულშემატკივრების 50% მისი დრჩენის მომხრეა.

განსაკუთრებით გასაოცარია "ბარსას" გულშემატკივრების დამოკიდებულება. მათი 70% მომხრეა, რომ რონალდუმ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მან მათ საყვარელ გუნდს ბოლო ექვს შეხვედრაში რვა გოლი მიართვა და გარდა ამისა, ნებისმიერი გატანილი გოლის დროს მოუწოდეს მათ ჟესტით: "დამშვიდდით, მე აქ ვარ". სხვანაირი სიტუაციაა "ატლეტიკოს", "ვალენსიას" და "ატლეტიკის" გულშემატკივრებში. მათ მომხრეებს არ სურთ, რომ რონალდუმ გაახანგრძლივოს. რონალდუს ანგარიშზე კი 199 შეხვედრაში გატანილი 201 გოლია.

წყარო: As.com

  • shvela
  • 9 ივლისი 2013
  • 4 150
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)