ბეილი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
"მადრიდის რეალი" მშვიდადაა და არ ჩქარობს, ხოლო თავად უელსელი კი უკვე შეუერთდა "ტოტენჰემს" და ივარჯიშა კიდეც კლუბის სხვა ფეხბურთელებთან ერთად.
"ტოტენჰემი" უმტკიცებს ყველას, რომ გარეთ ბეილი მომდევნო სეზონში არსად წასვლას არ აპირებს.
ამის ბოლო დადასტურება იყო ლონდონური კლუბის ოფიციალური ფოტო მომდევნო სეზონისთვის, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და რომელზეც გარეთ ბეილი და მისი თანაგუნდელები "ტოტენჰემის" 2013-2014 წლების სეზონის ფორმაში არიან გამოწყობილნი.
გარეთ ბეილმა ორშაბათს ოფიციალურად დაიწყო წინასასეზონო მზადება "უაით ჰართ ლეინზე", სადაც ის პირისპირ შეხვდა მთავარ მწვრთნელს ანდრეა ვილაშ ბოაშს და სხვა თავის კოლეგებს. ვილაშ ბოაშმა უარი განაცხადა "პსჟ"-ს საკმაოდ მსუყე წინადადებაზე, ვინაიდან მისი თქმით კლუბს ბეილი მომდევნო სეზონში სასიცოცხლოდ ესაჭიროება, გარდა ამისა, მწვრთნელს გვერდით უდგას კლუბის მფლობელი დანიელ ლევი, რომელმაც პირობა მისცა ბოაშს, რომ უელსელი "ტოტენჰემში" დარჩება.
"მადრიდის რეალში" ძალიან მონდომებულები არ არიან. ამის მიზეზი კი არის ორ კლუბს შორის არსებული იდეალური ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა. "მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში ნათლად აღნიშნა: "გარეთ ბეილი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს მეგობარ კლუბში თამაშობს. ჯერ არც "ტოტენჰემთან" გვილაპარაკია და არც არავისთან და ამასთან დაკავშირებით არც არაფერი არ მოგვიმოქმედებია."
ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი მოსალოდნელია, რომ წინა სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც "ტოტენჰემში" ითმაშებს. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ თავად უელსელმა სთხოვოს კლუბის მესვეურებს მისი გაშვება.
- 9 ივლისი 2013
- 1 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.