ოსასუნას არბელოას შეძენა სურს
ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოსასუნას ხელმძღვანელობას ალვარო არბელოაზე აქვს თვალი დადგმული და ფეხბურთელის შეძენას გეგმავს...
ბასკები მზად არიან მოთამასის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გამოყონ და თავად ფეხბურთელს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, ჰონორარის დეტალები უცნობია, რადგან ამ საკითხზე საუბარი ნამდვილად ნაადრევი გახლავთ, ვინაიდან და რადგანაც მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა და არც ალვაროს უთქვამს ოსასუნაში თამაშზე თანხმობა.
„წითლებს“ იმის იმედი აქვთ, რომ სამეფო კლუბმა კარვახალი შეიძინა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ნამდვილად არ დაჯდება და არბელოას პოზიციები ამ ეტაპზე შესუსტებული გახლავთ, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი იმართება სადაც „ფურია როხა“ იასპარეზებს, რომლის მარჯვენა ფლანგზე მართლაც დიდი კონკურენცია გახლავთ. სწორედ ამიტომ შესაძლოა დათანხმდეს ესპანელი მარჯვენა მცველი ოსასუნაში გადასვლას, იქ მას მუდმივი სათამაშო დრო ექნება.
- 8 ივლისი 2013
- 1 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.