იბრა 23 მილიონი ღირს?
მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ფორვარდის ძიებაშია, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურუგვაელი ფორვარდი, ედისონ კავანი ცალი ფეხით პარიზშია, მაშინვე დაიწყო ჭორები იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუბს გამოიცვლის...
კარლო ანჩელოტის შვედ ფეხბურთელთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, ის ზლატანთან ერთად მომავლის პარისენჟერმენს აშენებდა, მაგრამ როგორც ჩანს გეგმები შეცვლილია.
იბრაჰიმოვიჩი ბარსელონას ღირსებასაც იცავდა, აქედან გამომდინარე თუკი ის „ბლანკოსის“ ფორმას ჩაიცვამს, ფიგუსთან და კიდევ მრავალ ფეხბურთელთან ერთად კატალონიის „ანტი გმირი გახდება“.
გავრცელებული ინფორმაციით პარიზული გუნდი შვედ ფორვარდს მხოლოდ 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, სხვა შემთხვევაში ფრანგები მოლაპარაკებების დაწყებას არ გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ იბრა 32 წლის არის, მისი სათამაშო კონდიცია მოწოდების სიმაღლეზე დგას, ხოლო რამდენად გადაიხდის აწ უკვე წარმავალ ფეხბურთელში ფლორენტინო პერესი ზემოთხსენებული თანხას, მეორე საკითხია.
- 8 ივლისი 2013
- 2 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.