სერ ალექსი: "ბეილმა ტოტენჰემი უნდა დატოვოს"

ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, გარეთ ბეილმა ტოტენჰემ ჰოტსპურის შემადგენლობა უნდა დატოვოს, ეს კარგი იქნება მისი კარიერული წინსვლისათვის...

"იუნაიტედის მწვრთნელი წლების მანძილზე ვიყავი, ბოლო წლებში ძალიან მინდოდა გარეთის შეძენა, მაგრამ მისი ფასი ყოველთვის მაშინებდა, როდესაც ფეხბურთელში თანხის აურაცხელ რაოდენობას იხდი, მას კომპლექსები წარმოექმნება და მუდმივად დაძაბულია, რადგან მასზე უდიდესი ავანსია გაცემული."

"ვთვლი, რომ თუკი რეალმა ტოტენჰემს სარფიანი შეთავაზება გაუკეთა, გარეთმა გუნდი უნდა დატოვოს. მესმის, რომ დეზებს არ სურთ ლიდერის დაკარგვა, მაგრამ ლოგიკურად რომ შევხედოთ, უელსელი მოთამაშის ფასში ლონდონური გუნდი რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელს იყიდის, ამასთანავე ადგილობრივ ბიუჯეტს გაზრდის და შეძლებს გუნდის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაუმჯობესებას."

"მარკეტინგული თვალსაზრისით ბეილის ტრანსფერი მომგებიანი იქნება, როგორც პერესისთვის, ასევე ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობისათვის, თავად ფეხბურთელი კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში იასპარეზებს, რაც მის კარიერაზე დადებითად აისახება, მთავარია მან პროგრესი განაგრძოს და არაფრის შეეშინდეს."

  • Hala
  • 8 ივლისი 2013
  • 2 152
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (231)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)