25 მილიონი სოსიედადს?
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფლორენტინო პერესი მზად არის ილარამენდის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო ჩაუთვალოს სოსიედადის ხელმძღვანელობას...
ახალგაზრდა ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის გეგმებში შევიდა. პარისენჟერმენის მწვრთნელობის დროს კარლიტოს რამდენჯერმე უნახავს ახალგაზრდის ასპარეზობა და ინტერესიც გამოუხატავს, თუმცა მისი პსჟ-ში გადაბარგება იმიტომ არ მოხდა, რომ კარლომ რეალს მიაშურა.
როგორც ჩანს ანჩელოტი ილარამენდის პერსონას რეალშიც ხედავს, მან ხელმძღვანელობას ამ ფეხბურთელით დაინტერესება და ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფრის გაკეთება თხოვა, როგორც ჩანს არც პრეზიდენტმა დააყოვნა და საკმაოდ სარფიანი შეთავაზება გააკეთა, რომელიც 25 მილიონ ევროს უტოლდება, კონტრაქტზე კი თავად ფეხბურთელი და მისი ახალი კლუბი მოილაპარაკებენ.
- 8 ივლისი 2013
- 1 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.