ტოტენჰემელები ყველაფერს აკეთებენ ბეილის შესანარჩუნებლად
ლონდონური ტოტენჰემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გარეთ ბეილიმ გუნდი არ დატოვოს და მომავალ სეზონში კვლავ „დეზების“ ღირსება დაიცვას, უელსელი ფეხბურთელის შეძენისთვის მადრიდის რეალი იბრძვის და საკმაოდ სერიოზულ თანხასაც ჩამოდის...
გავრცელებული ინფორმაციით ლონდონელები მზად არიან გარეთს ხელფასი გაუსამმაგონ და სწორედ ამით მოიგონ მისი გული, ინგლისელები თვლიან, რომ ბეილი ტოტენჰემს სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ნამდვილად იზარალებს, გუნდის სიმტკიცე უპირველესია, ბეილის წასვლის შემთხვევაში კი ლონდონელთა პოზიციები ნამდვილად შესუსტდება.
ტოტენჰემის მთავარი მიზანი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა და ამის შემდეგ ევრო სარბიელზე წარმატების მიღწევა იქნება, რაც ლონდონელებს ბეილის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
- 8 ივლისი 2013
- 1 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.